Sunday, August 3, 2014

მძლავრი ჯგუფი

ძლავრი ჯგუფი — რუს კომპოზიტორთა შემოქმედებითი გაერთიანება, რომელიც ჩამოყალიბდა XIX საუკუნის 50-იანი წლების დასასრულსა და 60-იანი წლების დასაწყისში. ცნობილია აგრეთვე ახალი რუსული მუსიკალური სკოლის ან „ბალაკირევის წრის“ სახელწოდებით. „მძლავრი ჯგუფის“ შემადგენლობაში შედიოდნენ მილი ბალაკირევი (ხელმძღვანელი), ალექსანდრე ბოროდინი,ცეზარ კიუიმოდესტ მუსორგსკინიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვი; გარკვეულ პერიოდში - ნ. ლოდიჟენსკი, ა. გუსაკოვსკი, ნ. შჩერბაჩოვი. ჯგუფის პროგრამა და იდეურ-ესთეტიკური შეხედულებები 60-იანი წლების დემოკრატიული იდეოლოგიის გავლენით ჩამოყალიბდა.
„მძლავრი ჯგუფმა“ არსებობა შეწყვიტა 70-იან წლებში.

მილი ბალაკირევი

მილი ალექსის ძე ბალაკირევი (რუს. (დ. 21 დეკემბერი, 1836/2 იანვარი1837ნიჟნი-ნოვგოროდი — გ. 16 მაისი/29 მაისი1910პეტერბურგი), რუსი კომპოზიტორიპიანისტიდირიჟორი, საზოგადო მოღვაწე
პირველდაწყებითი მუსიკალური განათლება მიიღო ნიჟნი-ნოვგოროდში (ახლანდელი გორკი). 1853-1855 წლებში იყო ყაზანის უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი. 1856 წელს პეტერბურგში შედგა ბალაკირევის როგორც პიანისტისა და დირიჟორის დებიუტი. ბალაკირევის იდეურ-ესთეტიკურ პოზიციების ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია კრიტიკოსმა ს. სტასოვმა. ბალაკირევის ინიციატივით 60-იანი წლების დასაწყისში შეიქმნა მუსიკალური ჯგუფი, რომელიც ცნობილია "ახალი რუსული მუსიკალური სკოლის", "მძლავრი ჯგუფის", "ბალაკირევის წრის" და "ხუთეულის"  სახელით. 1862 წელს გ. ლომაკინთან ერთად ბალაკირევმა პეტერბურგში ჩამოაყალიბა "უფასო მუსიკალური სკოლა", რომელიც მასობრივი მუსიკალური განათლების კერად იქცა. 1867-1869 წლებში იყო "რუსული მუსიკალური საზოგადოების" მთავარი დირიჟორი. 1862 წელს იმოგზაურა კავკასიაში.



ბალაკირევმა დიდი ინტერესი გამოიჩინა კავკასიური მუსიკის ფოლკლორისადმი, რაც შემდგომში განვითარდა და გაღრმავდა "მძლავრი ჯგუფის" სხვა კომპოზიტორთა შემოქმედებაშიც. ქართული თემატიკა დაედო საფუძვლად ბალაკირევის სიმფონიურ პოემას "თამარს" (1882ლერმონტოვის ამავე სახელწოდების ლექსის მიხედვით). ბალაკირევმა სამჯერ იმოგზაურა კავკასიაში (186218631868), მეორე და მესამე მოგზაურობისას იყო თბილისშიც. მან პირველმა დაიწყო კავკასიური მელოდიების (მ. შ. ქართული ჰანგების) ჩაწერა, აღსანიშნავია აგრეთვე მის მიერ დაწერილი "ქართული სიმღერა" (პუშკინის ლექსის "ნუ მიმღერ ლამაზოს" მიხედვით). 1865 ბალაკირევმა "რუსული სამუსიკო საზოგადოების" მთავარი დირექციისაგან მიიღო დავალება თბილისში გაეხსნა ამ საზოგადოების განყოფილება. შეადგინა პროგრამა კონცერტებისა (ბეთჰოვენისშუმანისგლინკასშუბერტისბერლიოზის ნაწარმოებები), რომლებიც მისივე დირიჟორობით უნდა ჩატარებულიყო თბილისში. მაგრამ ბალაკირევმა ეს განზრახვა ვერ შეასრულა.

ალექსანდრე ბოროდინი

ალექსანდრე პორფირეს ძე ბოროდინი (გედევანიშვილი) (დაიბადა.12 ნოემბერი სხვა წყაროებით 31 ოქტომბერი, 1833 – გ. 27 თებერვალი სხვა წყაროებით 15 თებერვალი, 1887 ქართული წარმოშობის რუსი ქიმიკოსი და კომპოზიტორი. თავადი ლ. გედევანიშვილის შვილი (ჩაწერილი იყო, როგორც თავადის მსახურის - პორფირი მძლავრი ჯგუფის" წევრი. განთქმულია სიმფონიებით, ორი კვარტეტით სიმებიანი საკრავებისათვის და ოპერით თავადი იგორი.
დაიბადა სანქტ-პეტერბურგში თავადის ოჯახში. მამა ქართველი ჰყავდა: ლუკა სიმონის ძე გედევანიშვილი, ხოლო დედა - რუსი: ევდოკია კონსტანტინეს ასული ანტონოვა  1856 წელს დაამთავრა სამედიცინო-ქირურგიული აკადემია. 1874-იდან სამედიცინო აკადემიური ქიმიური ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ქალთა უმაღლესი სასწავლებლის, ქალთა საექიმო კურსების ერთ-ერთი 1872-1887). XIX ს-ის 50-იან წლებში დაიწყო რომანსების, საფორტეპიანო პიესების კამერულ-საკრავიერი ანსამბლების შექმნა. 1862 წელს გაეცნო მ. ბალაკირევისვ. სტასოვის და ამ წრის სხვა წევრთა გავლენით საბოლოოდ ჩამოაყალიბა მისი, როგორც მიხეილ გლინკას მიმდევრის მუსიკალურ-ესთეტიური შეხედულებანი.
ქიმიაში 40-ზე მეტი ნაშრომი აქვს. 
ბოროდინის შემოქმედებითი მემკვიდრეობა საკმაოდ მცირეა, მაგრამ მნიშვნელოვან შენაძენს წარმოადგენს კლასიკური მუსიკის საგანძურში.
ბოროდინის მნიშვნელოვანი ნაწარმოებია ოპერა "თავადი იგორი". სამეცნიერო და პედაგოგიური. საქმიანობით გადატვირთული კომპოზიტორი ვერ მუშაობდა ინტენსიურად. ოპერა იწერებოდა 18 წელი და მაინც დაუმთავრებელი დარჩა. (ბოროდინის სიკვდილის შემდეგ იგი დაამთავრეს ნ. რიმსკი-კორსაკოვმა და ალექსანდრე გლაზუნოვმა; დაიდგა 1890, მარიამის თეატრში, სანქტ-პეტერბურგში) "თავადი იგორი" აგრძელებს გლინკას ეპიკური ოპერის "რუსლანი და ლუდმილას" ტრადიციებს. ბოროდინი რუსული კლასიკური სიმფონიისა და კვარტეტის ერთ-ერთი შემქმნელია. მისი I სიმფონია (1867) ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვისა და პეტრე ჩაიკოვსკის ამავე ჟანრის ნაწარმოებებთან ერთად წარმოადგენს რუსული სიმფონიზმის ეპიკურ-ჰეროიკული მიმართულების საწყისს. მსოფლიო ეპიკური სიმფონიზმის მწვერვალია ბოროდინის II სიმფონია (1876). კამერულ-საკრავიერი ჟანრის საუკეთესო ქმნილებებია კვარტეტები (I - 1879, II - 1881). ბოროდინი კამერულ-ვოკალური მუსიკის დიდი ოსტატია. მისი ვოკალური ლირიკის ნიმუშია ელეგია "შორეული სამშობლოს ნაპირებისთვის" (პუშკინის სიტყვებზე). მან პირველმა შემოიტანა რომანსებში 60-იანელთა განმანათ. იდეები ("უღრანი ტყის სიმღერა" და სხვა). შექმნა აგრეთვე სატირულ-იუმორისტული ხასიათის სიმღერები ("ყოყლოჩინა" და სხვა). ბოროდინის შემოქმედებას ამჩნევია რუსული ხალხური და აღმოსავლეთის ხალხთა მუსიკის კვალი ("თავადი იგორი", სიმფონიები, სიმფონიური სურათი "შუა აზიაში")
ბოროდინის თვითმყოფადმა შემოქმედებამ გავლენა მოახდინა რუს და საზღვარგარეთულ კომპოზიტორებზე. მისი შემოქმედებით ტრადიციებს აგრძელებდნენ საბჭოთა კომპოზიტორები (ს. პროკოფიევიი. შაპორინიგ. სვირიდოვია. ხაჩატურიანი და სხვა). ამ ტრადიციებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამიერკავკასიისა და შუა აზიის ხალხთა ეროვნ. მუს. კულტურის განვითარებაში.


ნიკოლოზ რიმსკი- კორსაკოვი


ნიკოლოზ ანდრიას ძე რიმსკი-კორსაკოვი დაიბადა. 6 მარტი/18 მარტი1844ტიხვინი — გარდაიცვალა. 8 ივნისი/21 ივნისი1908, მამული ლუგის მახლობლად, ახლანდელი (ლენინგრადის ოლქი) — რუსიკომპოზიტორი, პედაგოგი, დირიჟორი, საზოგადო მოღვაწე, მუსიკის მწერალი. 1861 წელს გახდა რუს კომპოზიტორთა„მძლავრი ჯგუფის“ წევრი. განსაკუთრებით ცნობილია, მისი ფოლკლორითა და ზღაპრული მოტივებით გატაცებით და ორკესტრირების განუმეორებელი ნიჭით, რომელიც სავარაუდოდ მისი სინესთეზიის გავლენა უნდა ყოფილიყო.
1859-1860 წლებში მეცადინეობდა პიანისტ თ. კანილესთან. ბალაკირევის ხელმძღვანელობით
დაწერა I სიმფონია (1865). 60-იან წლებში შექმნა 20-მდე რომანსი, სიმფონიური სურათი „სადკო“ (1867), II სიმფონია „ანტარი“ (1868. 70-80-იან წლებში ოპერები „ფსკოველი ქალი“) (1872), „მაისის ღამე“ (1879), „თოვლია“ (1881).
1871 წლიდან მოღვაწეობდა პეტერბურგის კონსერვატორიაში. იყო სამხედრო-სასაზღვრო უწყების სასულე ორკესტრების ინსპექტორი (1873-1884), უფასო სამუსიკო სკოლის დირექტორი (1874-1881), სამეფო კარის კაპელის მმართველის თანაშემწე (1853-1894). ამ პერიოდში ხშირად გამოდიოდა როგორც საოპერო და სიმფონიური დირიჟორი, ცხოველ ინტერესს იჩენდა რუსული ფოლკლორისადმი (შეადგინა ცნობილი კრებული „100 რუსული ხალხური სიმღერა“, 1876). 80-იან წლებშია შექმნილი უმთავრესი სიმფონიური ნაწარმოებები:„ზღაპარი“ (1880), „ესპანური კაპრიჩი“ (1887), სიუტა „შეჰერაზადა“ (1858), უვერტიურა „ნათელი დღესასწაული“ (1858) და სხვა. 90-იან წლების II ნახევარში შექმნა ოპერები: „სადკო“ (1896), „მოცარტი და სალიერი“ (1897), „ბოიარი ქალი ვერა შელოგა“ („ფსკოველი ქალის“ პროლოგი, 1898), „მეფის საცოლე“ (1898), „ზღაპარი მეფე სალთანზე“ (1900). რიმსკი-კორსაკოვის 900-იანი წლები საუკეთესო ოპერებში („უკვდავი კაშჩეი“ (1901), „თქმულება უხილავ ქალაქ კიტეჟსა და ქალწულ ფებრონიაზე“ (1904), „ოქროს მამალი“ (1907)) ნათლად აისახა როგორც რევოლუციამდელი საზოგადოებრივი ატმოსფერო, ისე ახალი მხატვრულ-სტილისტური ტენდეციები. რიმსკი-კორსაკოვის შემოქმედება ღრმად თვითმყოფია და ამავე დროს უმჭიდროეს კავშირშია კლასიკურ ეროვნულ (პირველ რიგში, გლინკას) ტრადიციებთან, „მძლავრი ჯგუფის“ იდეურ-მხატვრულ პრინციპებთან.
რიმსკი-კორსაკოვის შემოქმედების ტიპურმა თვისებებმა თავი იჩინა იმ ნაწარმოებებში, რომლებიც დაკავშირებულია ეროვნულ ზღაპრულ თემატიკასთან, ხალხური პოეზიის სახეებთან, რუსულ ბუნებასა და ხალხურ ყოფასთან. მან ძალზე გააფართოვა საორკესტრო-ტემბრული და ჰარმონიული გამომსახველობია სფერო და დიდი გავლენა მოახდინა ამ მხრივ არა მარტო რუსულ, არამედ დასავლეთ ევროპის კომპოზიტორებზეც (მაგ., კლოდ დებიუსიმორის რაველი). რიმსკი-კორსაკოვის ოპერები მრავალფეროვანია ჟანრული, კომპოზიციური და სტილისტური თვალსაზრისით, მაგრამ წამყვანი როლი ენიჭება ზღაპრულ-ეპიკურ ტენდეციას. დიდი წვლილი შეიტანა რიმსკი-კორსაკოვმა სიმფონირ მუსიკაშიც, განსაკუთრებული მიღწევები აქვს პროგრამული (უპირატესად ზღაპრული შინაარსის) სიმფონიური სიუიტისა („შეჰერაზადა“, „ესპანური კაპრიჩო“) და სურათოვან-ფერწერითი უვერტიურის („სადკო“) ჟანრებში.
დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რიმსკი-კორსაკოვის პედაგოგიურ მოღვაწეობას. მან აღზარდა 200-ზე მეტი მოწაფე, რომელთა შორის არიან: ალექსანდრე გლაზუნოვიანატოლი ლიადოვიმიხეილ იპოლიტოვ-ივანოვიანტონ არსენსკინიკოლოზ მიასკოვსკი და სხვები. მასთან სწავლობდნენ აგრეთვე იგორ სტრავინსკიმელიტონ ბალანჩივაძე. ავტორია ორკესტრობისა და ჰარმონიის სახელმძღვანელოების, აგრეთვე ავტობიოგრაფიული წიგნისა — „ჩემი ცხოვრების მატიანე“ (გამოც. 1909). დიდია მისი დამსახურება სარედაქტორო მუშაობის დარგში. მან დაასრულა და შემდეგ შეასრულა ალექსანდრე დარგომიჟსკის „ქვის სტუმარი“, ალექსანდრე ბოროდინის „თავადი იგორი“, მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“ (ახალი რედაქცია) და „ხოვანშჩინა“. სხვებთან ერთად მოამზადა გამოსაცემად გლინკას საოპერო პარტიტურები. 1944 წელს ქ. ტიხვინში, სახლში, სადაც დაიბადა კომპოზიტორი გაიხსნა მუზეუმი (რიმსკი-კორსაკოვის სახლ-მუზეუმი). საქართველოში სისტემატურად იდგმება და სრულდება რიმსკი-კორსაკოვის ნაწარმოებები. მისი ოპერებიდან თბილისში დაიდგა „მაისის ღამე“ (1883-1884), „თოვლია“ (1897-1898), „მოცარტი და სალიერი“ (1899-1900), „სადკო“ (1899-1900), „მეფის საცოლე“ (1900-1901), „ოქროს მამალი“ (1924. წლები ყველგან პირველი დადგმებისაა).

მოდესტ მუსორგსკი

მოდესტ პეტრეს ძე მუსორგსკი (რუს.: Моде́ст Петро́вич Му́соргский) (დ. 21 მარტი1839 - გ. 28 მარტი1881) - რუსი კომპოზიტორი, მძლავრი ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელი. მისი
ნაწარმოებების დიდი ნაწილი დაფუძნებული იყო რუსულ ფოლკლორსა და რუსულ ისტორიაზე, მათ შორის არის მისი ყველაზე განთმული ოპერა "ბორის გოდუნოვი". გარდაიცვალა ხშირი და დიდი დოზით ალკოჰოლის მიღების გამო.

ცეზარ კიუი

ცეზარ კიუი   (იანვარი 6/18, 1835 - მარტი 13, 1918) იგი იყო რუსი კომპოზიტორი და მუსიკის კრიტიკოსი.
ცეზარ კიუი  დაიბადა  ვილნიუსში, ახლა ლიტვაში. მან მიიღო ფორტეპიანო გაკვეთილებდა სწავლდა  მუსიკის თეორიას,  მაგრამ სკოლის დამთავრების შემდეგ იგი შევიდა სანგ პეტერბურგის  სკოლაში საინჟინრო განხრით  და დაიწყო სამხედრო კარიერა. იგი გახდა ექსპერტი ციხესიმაგრე. ეს იყო 1857 წელს.
 როდესაც კიუი შეხვდა მილი ბალაკირევს , კიდევ  უფრო სერიოზულად  ჩაერთო
მუსიკაში,
კიუი  აღმოჩნდა უკიდურესად ნაყოფიერი კომპოზიტორი და მწერალი.  იგი წერდა ფორტეპიანოსათვის  და კამერული მუსიკისათვის, აგრეთვე აქვს შექმნილი  რამდენიმე საორკესტრო ნამუშევრები და ასობით სიმღერები, აგრეთვე აქვს შექმნილი თხუთმეტი ოპერა  ერთმოქმედებიანი კომიკური ოპერა Mandarin, სამი აქტის კავკასიის ტყვე ,ერთმოქმედებიანი Mademoiselle Fifi (1903 ) (ნიბელუნგის Ring, 1876); La musique en Russie (1880); Russkii რომაელები (რუსული რომანსი, 1896).
კიუის  შემოქმედება  არ არის ნაციონალისტური, როგორც სხვა წევრების,  მაგრამ მან დაწერა უამრავი სიმღერები და ტექსტები რუსეთის კომპოზიტორთა  ნაწარმოებების მიხედვით. მისი სტილი არის უფრო ხშირად, როგორც რობერტ  შუმანის  და ფრანგი კომპოზიტორების, ვიდრე მიხეილ გლინკას ან  რუსეთის  თანამედროვეების.

კიუი გარდაიცვალა 13 მარტს, 1918 წელს და დაკრძალულია მეუღლის მალვინას გვერდით, რომელიც გარდაიცვალა 1899